WhatsApp

WhatsApp — შეტყობინებების გაცვლის პროგრამა სმარტფონებისთვის. პროგრამით შესაძლებელია როგორც ტექსტის, ასევე აუდიო, ვიდეო და ფოტო ფაილების გაგზავნა. მუშაობს Android-ის, BlackBerry OS-ის, BlackBerry 10-ის, iOS-ის, Nokia Series 40-ის, Symbian-ის (S60), Asha-ს და Windows Phone-ის პლატფორმებზე. WhatsApp შექმნეს იან კუმმა და ბრაიან ექტონმა 2009 წელს, აშშ-ში. პროგრამით სარგებლობა პირველ წელს უფასოა, შემდეგ კი წლიური გადასახადი 0.99 ამერიკული დოლარის ტოლია. 2014 წლის 19 თებერვალს პროგრამა 19 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა Facebook-მა.


Developed by მერაბ მგელაძე