Google Glass

Google Glass — პორტატული ტექნოლოგია თავზე დამაგრებული ეკრანით (OHMD). მისი შემქმნელია Google, რომლის მიზანი იყო ფართო ბაზარზე გათვლილი ყველგან მყოფი კომპიუტერის შემუშავება. Google Glass ინფორმაციას სმარტფონის მსგავს ფორმატში ასახავს, ხელით მართვის გარეშე. ადამიანს, რომელიც ტექნიკას თან ატარებს, შეუძლია მოწყობილობისთვის ხმოვანი ბრძანებების გაცემით ინტერნეტთან დაკავშირება. Google-მა მოწყობილობის "Glass-ის შემსწავლელების" კატეგორიისთვის გაყიდვა 2013 წლის 15 აპრილს დაიწყო. კამპანია შეზღუდული პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. მოწყობილობა 1.500 აშშ დოლარი ღირდა. 2014 წლის 15 მაისს იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, იგივე ფასით. Google მომხმარებელს 225 აშშ დოლარის ფასად ცალკე სთავაზობს ოთხი სხვადასხვა ჩარჩოს არჩევანს, რომელიც უფასოა მოწყობილობის მთლიანად შეძენის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შუშის ერთი ჩარჩოდან მეორეში გადატანისას მცირე ხრახნის მოხსნა. ჩარჩოს დამატებითი დიზაინების შემუშავება მოხდა იტალიური კომპანია Luxottica-ს მეშვეობით, რომელიც ფლობს Ray-Ban-ს, Oakley-ს და სხვა ბრენდებს. 2015 წლის 15 იანვარს Google-მა გამოაცხადა, რომ მიმდინარე ფორმით Google Glass-ის წარმოებას აჩერებდა, მაგრამ განაგრძობდა მის შემუშავებას.


Developed by მერაბ მგელაძე