FarmVille

FarmVille — რეალური დროის ფერმის სიმულატორი, რომელიც შექმნა Zynga-მ. მისი თამაში შესაძლებელია სოციალური ქსელ Facebook-ის საიტზე. თამაში აძლევს საშუალებას Facebook-ის წევრებს, რომ მოაწყონ თავიანთი ვირტუალი ფერმა თავისი გემოვნებით: დარგან სხვადასხვა ნარგავები, გაზარდონ და შემდეგ აიღონ მოსავალი, იყიდონ/გაზარდონ ცხოველები, ნაგებობები, ხეები და მრავალი სხვა. მას შემდეგ, რაც იგი გამოჩნდა Facebook-ზე 2009 წლის ივნისს, FarmVille გახდა Facebook-ის ყველაზე პოპულარული თამაში. 2010 წლის იანვარს, თამაშს ჰყავდა 73.8 მილიონი აქტიური მოთამაშე. FarmVille-ის გამოსცეს, როგორც Facebook-ის ასევე პუპულარული თამაშის, Farm Town-ის დუბლიკატი. თამაშში მეგობრების სახით შეგიძლიათ დაიმატოთ ფერმის მეზობლები. თამაშის დაწყებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აირჩიეთ ავატარი და თქვენი სურვილის მიხედვით გაალამაზოთ. შემდეგ უნდა დარგოთ მარცვლეულობა, ხეები, იყიდოთ და გაზარდოთ ცხოველები, ააშენოთ სხვადასხვა დანიშნულების სახლები. ასევე იმისთვის, რომ გაგიადვილდეთ თესვა და მოსავლის აღება, შესაძლებელია სპეციალური მანქანის ყიდვა. შესაძლებელია მრავალი დეკორაციის გაკეთებაც. თამაშის მთავარი მიზანი XP-ის მომატებაა, რომლის მეშვეობით გემატებათ LVL და გადადიხართ შემდეგ ეტაპზე. ყოველ ახალ ეტეპზე, საშუალება გეძლევათ იყიდოთ ახალი მარცვლეულობა, ხეები და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია მონეტები (თამაშში coin), რომლის მეშვეობითაც ხდება ვაჭრობა.


Developed by მერაბ მგელაძე