Facebook

Facebook — სოციალური ქსელი, რომელსაც ფლობს კომპანია Facebook, Inc. მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ გზავნილები, შექმნან და განაახლონ პერსონალური პროფილები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით. Facebook დააარსა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს.


Developed by მერაბ მგელაძე