შვედური ვიკიპედია

შვედურენოვანი ვიკიპედია (შვედ. Svenskspråkiga Wikipedia, 2006 წლამდე შვედური ვიკიპედია Svenska Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება შვედურ ენაზე. 2011 წლის 28 დეკებრისთვის შვედურენოვანი ვიკიპედიის სტატიათა რაოდენობა 418 652 ერთეულია (და პორტუგალიურ ვიკიპედიას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება.). სულ დარეგისტრებულია 253 751 მომხმარებელი, მათგან 2820 აქტიური მომხმარებელია. შვედური ვიკიპედიის ადმინისტრაცია 2006 წლის მარტიდან აქტიურად იცვლება. 2005 წლის მარტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შვედური ვიკიპედია არათავისუფალ სურათებს fair use-ის თანახმად გამოიყენებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გერბის ან ემბლემის სახით იქნებოდა გამოსახულება წარმოდგენილი.


Developed by მერაბ მგელაძე