ნორვეგიული ვიკიპედია

ნორვეგიული ვიკიპედია — ნორვეგიული სალიტერატურო ენის ორივე სტანდარტზე — ბუკმოლსა და ნიუნორსკზე — არსებული ვიკიპედიის განყოფილება. თავდაპირველად, 2001 წლის 26 ნოემბერს, ნორვეგიულმა ვიკიპედიამ არსებობა ბუკმოლზე დაიწყო, ხოლო 2004 წლის 21 ივლისს ნიუნორსკზეც გაჩნდა სტატიები. 2005 წელს ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით, ვიკიპედიის ძირითად განყოფილებად Bokmål/Riksmål იქნა არჩეული. ჩრდილოგერმანიკული ენების ერთმანეთთან მსგავსების გამო სკანდინავიური საიტები ხშირად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გამონაკლისი არც ვიკიპედიაა; ამდენად სკანდინავიური ვიკიპედიები საიტ ვიკიმედიის Skanwiki მეტავიკის განყოფილებიდან ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. ნორვეგიული ვიკიპედიის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 2011 წლის 29 დეკემბრის მონაცემებით ბუკმოლზე 322 312 სტატიაა, ხოლო ნიუნორსკზე — 75 757.


Developed by მერაბ მგელაძე