ინგლისური ვიკიპედია

ინგლისური ვიკიპედია (ინგლ. English Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება ინგლისურ ენაზე. შეიქმნა 2001 წელს 15 იანვარს. 2009 წლისთვის აღწევდა 3 მილიონ სტატიას, 2013 წლის დასაწყისისთვის კი 4 მილიონს გადააჭარბა (ახლა 5482841). სტატიების რაოდენობის მიხედვით ინგლისური ვიკიპედია არის და იყო ყველაზე მდიდარი; მას მოსდევს გერმანული ვიკიპედია, თუმცა სტატიათა რაოდენობა თითქმის სამჯერ ნაკლებია. 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ვიკიპედიის ყველა ენის მასშტაბით თითქმის ყოველი მეხუთე სტატია ინგლისურს ეკუთვნის. არსებობს ვიკიპედიის კიდევ ერთი განყოფილება Simple English Wikipedia, რომელიც მიზნად ისახავს იქონიოს სტატიები გამარტივებული ინგლისურით.


Developed by მერაბ მგელაძე