ვიკიპედია

ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) — მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედია. გაიშვა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი ფონდი ვიკიმედია. პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 118,012 სტატიაა. ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს 5 მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: ნიდერლანდური, გერმანული, შვედური, ფრანგული, იტალიური, რუსული, ესპანური, პოლონური, იაპონური და ვიეტნამური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პორტუგალიური, ჩინური და უკრაინული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ ვიკიპედია 284 ენაზე მუშავდება.


Developed by მერაბ მგელაძე