ესპანური ვიკიპედია

ესპანური ვიკიპედია (ესპ. Wikipedia en español) — თავისუფალი ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედიის განყოფილება ესპანურ ენაზე. 2012 წლის იანვრისთვის შეიცავდა 862 100 სტატიაზე მეტს. გაეშვა 2001 წელს და სტატიათა რაოდენობამ 2006 წლის 8 მარტს 100 000-ს მიაღწია. ამჟამად, სტატიათა რაოდენობის მხრივ ის მეექვსე უდიდესი ვიკიპედიაა. 2011 წლის 26 ოქტომბერს მან გადაასწრო პოლონურ ვიკიპედიას, მაგრამ 30 ოქტომბერს იგი ნიდერლანდურმა ვიკიპედიამ ჩამოიტოვა უკან. დიდი ხნის განმავლობაში ესპანური განყოფილება სიდიდით მეექვსე იყო, სანამ 2005 წლის მაისში დაეწეოდა პორტუგალიური, ამავე წლის აგვისტოში კი იტალიური ვიკიპედია, შემდეგ კი სხვები, რის შედეგადაც ესპანურმა ვიკიპედიამ მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. 2007 წლის 18 ნოემბერს, სტატიათა რაოდენობამ 300 000 შეადგინა. 2013 წლის 17 მაისს, ესპანური ვიკიპედიის სტატიათა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. 2002 წლის თებერვალში, განყოფილების ბევრი მონაწილე არ დაეთანხმა (შემდეგ უარყოფილ) ფინანსების მოზიდვას რეკლამის გზით, რომლებიც ვიკიპედიას გამოეყვნენ და ჩამოაყალიბეს ფორკი Enciclopedia Libre Universal en Español. განხეთქილების შემდეგ, ვიკიპედიაში ძალიან მცირე აქტიურობა იყო პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მესამე ფაზამდე, რომელსაც შემდეგში მედიავიკი ეწოდა. ამ მომენტიდან ახალ მომხმარებელთა რიცხვმა კვლავ ზრდა დაიწყო. ორივე პროექტი თანაარსებობას განაგრძობს, მაგრამ ესპანური ვიკიპედია ამ ორს შორის უსიტყვოდ უფრო აქტიურია.


Developed by მერაბ მგელაძე