აზატი

აზატი (სომხ. Ազատ) — მდინარე სომხეთში. მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება გეღამის ქედის სამხრეთ დასავლეთ კალთაზე მდინარეების გოხტისა და ვოსკეჯურის შეერთების შედეგად. აქვს ქვიანი ფსკერი. წყლის ხარჯი: შესართავთან 6,51 მ3/წმ. მაქსიმალური 35,9 მ3/წმ. მდინარის წყალს გამოიყენებენ სარწყავად. მის შუა დინებაში აშენებულია აზატის წყალსაცავი. მდინარის ზემო დინებაში მდებარეობს "UNESCO"-ს მიერ დაცული ცნობილი გეღარდის მონასტერი, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე გაშენებულია სოფელი გარნი.


Developed by მერაბ მგელაძე