ქართული ვიკიპედია

ვიკიპედიის ნიშანი Georgian wikipedia
ქართული ვიკიპედია
განყოფილების ლოგო
Ka wiki.png
მისამართი: ka.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ქართული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2003 წლის ნოემბერი
სტატიების რაოდენობა: 120,269
გვერდების რაოდენობა: 336,869
რედაქტირებების რაოდენობა: 3,534,980
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 96,047
აქტიური მომხმარებელი: 235
ადმინისტრატორი: 3
სიღრმე: 34

ქართული ვიკიპედიავიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება, რომელსაც, ისევე როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებებს, ამერიკული ფონდი „ვიკიმედია“ მართავს. შეიქმნა 2003 წლის ნოემბერში. 2006 წლის 11 აგვისტოს სტატიების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს მონაცემებით, მასში 23 000-ზე მეტი სტატია შედიოდა. 2009 წლის მაისში კი სტატიების რაოდენობამ 30 000–ს გადააჭარბა. 2011 წლის 7 ივლისს, ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია; 2013 წლის იანვარში კი — 70 000-ს. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. ქართული ვიკიპედიის სიღრმე 35–ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობაა 120,269.

ქართულენოვანი განყოფილება, ისევე, როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებები, მუშაობს რამდენიმე ასეული სერვერისგან შემდგარი სერვერული კლასტერისგან, რომლებიც საქართველოში არ მდებარეობს. დამატებით იხილეთ meta:Hardware.

პროგრამული უზრუნველყოფისათვის გამოიყენება MediaWiki ძრავა. ვერსიისა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.


Developed by მერაბ მგელაძე