ფონდი ვიკიმედია

ფონდი ვიკიმედია
Wikimedia-logo.svg
ფონდი ვიკიმედია
დაარსების თარიღი

2003 წლის 20 ივნისი

ტიპი

არაკომერციული ორგანიზაცია

ადგილმდებარეობა

კალიფორნია, აშშ-ის დროშა აშშ

წევრები

142 დაქირავებული მუშაკი (2012 წლის სექტემბერი)

გენერალური მდივანი

იან-ბარტ დე ვრეედე

ლაილა ტრეტიკოვი

მნიშვნელოვანი პირები

ჯიმი უელსი

ბიუჯეტი

Increase2.svg US$48.6 მილიონი

საიტი

საიტი

ფონდი ვიკიმედია (ინგლ. Wikimedia Foundation, Inc., შემოკლებით WMF) — ამერიკული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში. იგი მატერიალურად უზრუნველყოფს მთელ რიგ ინტერნეტ-საზოგადოებებს (რომლებიც ქმნიან თავისუფალი გავრცელების ლიტერატურას) და მათში ასრულებენ მმართველის ფუნქციებს. ეს საზოგადოებები მუშაობენ Wiki-ტექნოლოგიაზე, აქედან მომდინარეობს ფონდის სახელწოდებაც (Wiki და Media — მულტიმედიის შემოკლება). ფონდის საქმიანობა ხორციელდება შემოწირულობების საფუძველზე, ხოლო „თავისუფალი“ ლიტერატურის შედგენის საქმეს თავის თავზე იღებენ მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.

ფონდი არის „ვიკის უყვარს ძეგლები“-ის დამფუძნებელი. ფონდი ვიკიმედიის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში. ვიკიმედიის პროექტები რეგულირდება კალიფორნიის შტატის კანონებით, ხოლო საკუთრივ ორგანიზაცია რეგისტრირებულია ფლორიდის შტატის კანონით დადგენილი წესით. თავდაპირველად ორგანიზაციის ოფისი სენტ-პიტერსბერგში იყო განთავსებული, ხოლო ქალაქ ტამპაში ჯერ კიდევ არის განთავსებული ორგანიზაციის სერვერები, უფრო მოგვიანებით, აგრეთვე სერვერები განთავსდა ვირჯინიის შტატის ქალაქ ეშბერნში.

დადგენილების თანახმად, ფონდის მიზანია საგანმანათლებლო კონტენტის შეკრება და განვითარება და მისი ეფექტური და გლობალური გავრცელება. ფონდი ვიკიმედიის ოფიციალური გახსნის შესახებ განაცხადა ვიკიპედიის თანადაფუძნებელმა ჯიმი უელსმა 2003 წლის 20 ივნისს, რომელიც მანამდე ვიკიპედიას მართავდა საკუთარი კომპანიის Bomis-ის ეგიდით. ფონდის მუშაობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შემოწირულობებით მთელი მსოფლიოდან.

ვიკიპედიის წარმატებით წახალისებულმა ფონდის ადმინისტრაციამ თავის მონაწილეებს შესთავაზა შეექმნათ ახალი ვებ-საიტები იმავე პრინციპზე აგებული სხვა საგანმანათლებლო და საცნობარო გამოცემების განვითარებისათვის. ფონდი ვიკიმედია უზრუნველყოფს კრაუდსორსინგის რიგი ვიკი-პროექტის მუშაობას, მათ შორის არიან: Wikipedia, Wiktionary, Wikiquote, Wikibooks, Wikisource, Wikimedia Commons, Wikispecies, Wikinews, Wikiversity, Wikidata, Wikivoyage, Wikimedia Incubator და Meta-Wiki.

ორგანიზაციის მთავარი და წამყვანი პროექტია თავისუფალი ენციკლოპედია ვიკიპედია, რომელიც შედის მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი საიტების ათეულში. პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეობენ მოხალისეები, რომელთა შედეგად იქმნება „თავისუფალი კონტენტი“ და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თავისუფალი ლიცენზიით ვრცელდება. ფონდის პროექტებთან დაკავშირებული ხალხი ქმნის საზოგადოებრივ ვიკიმედიის მოძრაობას (ინგლ. Wikimedia movement), რომელიც სხვადასხვა დონეზეა დაკავშირებული თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის, თავისუფალი კულტურის, ანტიკოპირაიტის, ღია მონაცემების მოძრაობებთან და სხვა.


Developed by მერაბ მგელაძე