სან-ფრანცისკო

ქალაქი
სან-ფრანცისკო
San Francisco
SF From Marin Highlands3.jpg
სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭე
დროშა გერბი
Flag of San Francisco.svg SFSEAL.svg

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი კალიფორნია
ოლქი სან-ფრანცისკო
შიდა დაყოფა 64 უბანი
კოორდინატები 37°46′45″ ჩ. გ. 122°25′09″ დ. გ. / 37.77917° ჩ. გ. 122.41917° დ. გ. / 37.77917; -122.41917
ქალაქის მერი ედვინ მ. ლეე
დაარსდა 29 ივნისი, 1776
ფართობი 600.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 16
მოსახლეობა 825 863 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 6 803 კაცი/კმ²
აგლომერაცია 4 335 391
სასაათო სარტყელი UTC-8, ზაფხულში UTC-7
სატელეფონო კოდი 415
საფოსტო ინდექსი 94101-94188
ოფიციალური საიტი sfgov.org
ფოტო სატელიტიდან SanFranCity2.jpg
სან-ფრანცისკო — აშშ
სან-ფრანცისკო
სან-ფრანცისკო — კალიფორნია
სან-ფრანცისკო

სან-ფრანცისკო (ინგლ. San Francisco; [sæn frənˈsɪskoʊ], ოფიციალურად სან-ფრანცისკოს ქალაქი და ოლქი) — ჩრდილოეთ კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს ყურის ფინანსური და კულტურული ცენტრი.

სან-ფრანცისკოს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, კალიფორნიაში შექმნილი ეს თვითმართვადი ქალაქი გადაჭიმულია 121 კმ²(46.9 კვადრატული მილი)-ის ფართობის ტერიტორიაზე.[1] აქ ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 6,803 ადამიანი ცხოვრობს. იგი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მთელ კალიფორნიაში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე, პირველი ადგილი კი ნიუ-იორკს ეკუთვნის.[2] სან-ფრანცისკოს მოსახლეობა 2013 წლის აღწერით 837,442-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იგი კალიფორნიის შტატში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ლოს-ანჯელესის, სან-დიეგოსა და სან-ხოსეს შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მხოლოდ მეთოთხმეტე.[3] ქალაქი ასევე წარმოადგენს თავისი რეგიონის კულტურულ და ფინანსურ ცენტრს.

სან-ფრანცისკოს დაარსება 1976 წლის 29 ივნისით თარიღდება და ესპანელ კოლონიზატორებს მიეწერებათ..[4] 1849 წელს დაწყებულმა კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა გამოიწვია და ამ დროისთვის სან-ფრანცისკო უკვე ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ყველაზე ხალხმრავალ ქალაქი არის. მოსახლეობის ზრდამ კი 1856 წელს, თავის მხრივ, ქალაქის თვითმართვად ერთეულად ჩამოყალიბება განაპირობა.[5] სან-ფრანცისკოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1906 წლის მიწისძვრამ და ხანძარმა, რამაც მისი სამი-მეოთხედი ნაწილი მიწასთან გაასწორა,[6] თუმცაღა იგი მალევე ფეხზე დადგა და 1915 წელს პანამის კონტინენტურ ექსპოზიციას უმასპინძლა. ქალაქი აქტიურად იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომშიც. ომის შემდეგ მასიურმა იმიგრაციამ, მოსახლეობის ლიბერალურმა მისწრაფებებმა და მრავალმა სხვა ფაქტორმა ქალაქს სიყვარულის ზაფხულისკენ უბიძგა, რამაც სან-ფრანცისკო ლიბერალიზმის კერად აქცია მთელ ამერიკაში.

სან-ფრანცისკოს, რომელიც ცნობილია თავისი თავბრუდამხვევი ზაფხულით, ნისლით, ციცაბო ბორცვებით, დახვეწილი არქიტექტურითა და ისეთი ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა: ოქროს კარიბჭე, ტრამვაი ქსელი, ალკატრასის ციხე, ალკატრასის კუნძული, ჩაინა თაუნი და ლომბარდიის ქუჩა, მუდამ აღტაცებაში მოჰყავს ტურისტები.[7]

  1. State & County QuickFacts, San Francisco (city), California. US Census Bureau. წაკითხვის თარიღი: 2011.
  2. After New York City, only for cities with greater than 200,000 population. Otherwise it is not 2nd.2000 Census: US Municipalities Over 50,000: Ranked by 2000 Density. Demographia. წაკითხვის თარიღი: August 23, 2007.
  3. Annual Estimates of the Resident Population – Counties.
  4. Edward F. O'Day. (October 1926) The Founding of San Francisco. San Francisco Water. Spring Valley Water Authority. წაკითხვის თარიღი: February 14, 2009.
  5. Coy, Owen Cochran (1919). Guide to the County Archives of California. Sacramento, California: California Historical Survey Commission, გვ. 409. 
  6. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Montagne არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. http://www.hotel-price-index.com/2013/fall/american-travel-habits/top-locations-for-americans.html

Developed by მერაბ მგელაძე