რუსული ვიკიპედია

ვიკიპედიის ნიშანი რუსული ვიკიპედია
Русская Википедия
განყოფილების ლოგო
RussianWikipediaMainPage.png
მისამართი: ru.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: რუსული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის 20 მაისი
სტატიების რაოდენობა: 1,468,091
გვერდების რაოდენობა: 5,639,434
რედაქტირებების რაოდენობა: 91,894,777
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 2,281,658
აქტიური მომხმარებელი: 10,961
ადმინისტრატორი: 82
სიღრმე: 131.6

რუსული ვიკიპედია (რუს. Русская Википедия) — ვიკიპედიის განყოფილება რუსულ ენაზე. გაეშვა 2001 წლის 20 მაისიდან. რუსული ვიკიპედია 2012 წლის დასაწყისისათვის 814 000 სტატიაზე მეტს შეიცავდა. 2008 წელს გახდა ზომით მე-10 ყველაზე დიდი ვიკიპედია, 2011 წლის თებერვლისთვის კი მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. 2011 წლის აგვისტოსთვის სტატიათა რიცხვი 750 000 -ს გადასცდა. 2011 წლის 20 სექტემბერს რუსულმა ვიკიპედიამ სტატიების რაოდენობის მხრივ უკან ჩამოიტოვა იაპონური ვიკიპედია და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ იმავე წლის 21 ოქტომბერს მას ჰოლანდიურმა ვიკიპედიამ გაასწრო.

სადღესასწაულო ლოგო 500 000 სტატიის გადალახვისთვის. „ლიმნის ნახევარი“ რუსულ ჟარგონზე „ნახევარ მილიონს“ ნიშნავს
რუსული ვიკიპედიის ლოგო 2013 წლის 11 მაისისთვის, როდესაც სტატიათა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია.

სლავურენოვან ვიკიპედიებს შორის სიდიდით მეორეა პოლონური ვიკიპედიის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სიღრმის მაჩვენებლით რვაჯერ უსწრებს. ასევე, რუსული ვიკიპედია უდიდესია კირილიცაზე არსებულ ვიკიპედიებს შორის.

2013 წლის 11 მაისს, სტატიათა რაოდენობამ რუსულ ვიკიპედიაში 1 მილიონს მიაღწია.[1]

  1. Русский раздел Википедии преодолел рубеж в 1 миллион статей“, cit.ua, Сервисные интернет технологии, May 11, 2013. წაკითხვის თარიღი: 12 May 2013. 

Developed by მერაბ მგელაძე