ნორვეგიული ვიკიპედია

ვიკიპედიის ნიშანი ნორვეგიული ვიკიპედია
Norsk Wikipedia
განყოფილების ლოგო
მისამართი: nn.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ნორვეგიული (ნიუნორსკი)
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის ნოემბერი
სტატიების რაოდენობა: 136,384
გვერდების რაოდენობა: 323,081
რედაქტირებების რაოდენობა: 3,004,570
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 84,764
აქტიური მომხმარებელი: 165
ადმინისტრატორი: 23
სიღრმე: 17.4

ნორვეგიული ვიკიპედიანორვეგიული სალიტერატურო ენის ორივე სტანდარტზე — ბუკმოლსა და ნიუნორსკზე — არსებული ვიკიპედიის განყოფილება. თავდაპირველად, 2001 წლის 26 ნოემბერს, ნორვეგიულმა ვიკიპედიამ არსებობა ბუკმოლზე დაიწყო, ხოლო 2004 წლის 21 ივლისს ნიუნორსკზეც გაჩნდა სტატიები. 2005 წელს ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით, ვიკიპედიის ძირითად განყოფილებად Bokmål/Riksmål იქნა არჩეული.

ჩრდილოგერმანიკული ენების ერთმანეთთან მსგავსების გამო სკანდინავიური საიტები ხშირად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გამონაკლისი არც ვიკიპედიაა; ამდენად სკანდინავიური ვიკიპედიები საიტ ვიკიმედიის Skanwiki მეტავიკის განყოფილებიდან ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

ნორვეგიული ვიკიპედიის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 2011 წლის 29 დეკემბრის მონაცემებით ბუკმოლზე 322 312 სტატიაა, ხოლო ნიუნორსკზე — 75 757.


Developed by მერაბ მგელაძე