ნოემბერი

Disambig-dark.svg გიორგობისთვე“ ამ გვერდზე გადმოდის. ო. იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვე“ შესახებ იხილეთ გიორგობისთვე (ფილმი).
<< ნოემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
2018

ნოემბერი (ლათ. November) — გრიგორიანული კალენდრის მეთერთმეტე თვე. ნოემბერში 30 დღეა.

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem — ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.

ნოემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

ნოემბრის ზოდიაქოს ნიშნები ღრიანკალი და მშვილდოსანი.

ნოემბერი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც მარტი, გარდა ნაკიანი წლისა — თებერვალი.


Developed by მერაბ მგელაძე