ვიკის უყვარს ძეგლები

ვიკის უყვარს ძეგლები
ინგლ. Wiki Loves Monuments

ვიკის უყვარს ძეგლების ოფიციალური ლოგო

2017 წლის მონაწილე ქვეყნების ამსახველი რუკა
ჟანრი ფოტოგრაფია
დაიწყო 1 სექტემბერი[1]
დასრულდა 30 სექტემბერი[2]
ლოკაცია მსოფლიო
აქტიურობის წლები 6
ინაუგურაცია 2010 წელი
უახლესი 2017 წელი
მონაწილეები ფოტოგრაფები
ორგანიზატორი/ები ვიკიპედიელები
საიტი wikilovesmonuments.org

ვიკის უყვარს ძეგლები (ინგლ. Wiki Loves Monuments) — ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსი, რომელიც სექტემბრის თვეში ტარდება. კონკურსს ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. მონაწილეები იღებენ ადგილობივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში ათავსებენ. პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება.

პირველი ვუძ-ი (ვიკის უყვარს ძეგლები) ჩატარდა ნიდერლანდებში 2010 წელს როგორც საპილოტე პროექტი. მომდევნო წელს პროექტმა ევროპის სხვა ქვეყნებიც მოიცვა და გინესის რეკორდებშიც შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური ფოტოკონკურსი.[3] 2012 წელს ვუძ-ი გასცდა ევროპის საზღვებს და მსოფლიოს 35 ქვეყანა მოიცვა.[4] „ვიკის უყვარს ძეგლები 2012“-ის ფარგლებში ისტორიული ძეგლების 350 000-ზე მეტი ფოტო 15 000-ზე მეტმა მონაწილემ ატვირთა. 2013 წელს კონკურსმა ექვსი კონტინენტი, მათ შორის ანტარქტიდა და მსოფლიოს ორმოცდაათი ქვეყანა მოიცვა. ვუძ-ის 2016 წლის კონკურსს იუნესკომ დაუჭირა მხარი, ამ წელს კონკურსს 10 500 მონაწილე ჰყავდა 43 წარმომადგენლობიდან, რომლებმაც 265 000 ფოტოზე მეტი ატვირთეს.[5]

  1. დაწყების ყველაზე გავრცელებული თარიღი
  2. დასრულების ყველაზე გავრცელებული თარიღი
  3. Guinness World Records, Largest photography competition, 2012.
  4. Eglash, Ruth. (28 August 2012) Hundreds of cultural sites to be visually documented during "Wiki Loves Monuments event.". Jerusalem Post. წაკითხვის თარიღი: 15 September 2012.
  5. Wiki Loves Monuments: Top 10 pictures from Pakistan“, Dawn, 11 October 2016. წაკითხვის თარიღი: 13 October 2016. 

Developed by მერაბ მგელაძე