ვიკიპედია:საავტორო უფლებები

Green check.png ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკის ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვპ:სუ
Heckert GNU white.png
ვიკიპედიის სტატიები ვრცელდება Creative Commons Attribution-Share Alike License 3.0 და GNU Free Documentation License (GNU FDL) ლიცენზიებით.
Cc.logo.circle.svg

ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა მოქმედება საავტორო უფლებებთან დაკავშირებით უნდა ექვემდებარებოდეს შემდეგს:

  • იმ სახელმწიფოს კანონებს, რომელთანაც ქართული ვიკიპედია არის დაკავშირებული (ქართული ვიკიპედიის შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობა) [4]<[5][6][7].

ვიკიპედიის ლიცენზიის გამოყენება ხელმისაწვდომს ხდის აქ მოთავსებულ ინფორმაციას იმავე პრინციპით, როგორც უფასო პროგრამული უზრუნველყოფა არის თავისუფალი ლიცენზიით. შესაბამისად, ვიკიპედიის მთელი მოცულობა შეიძლება გადაღებულ იქნეს, შეიცვალოს და სხვა წყაროებზე გავრცელდეს იმ პირობით თუ ეს ახალი ვერსიებიც იგივე უფლებებით გავრცელდება სხვებზე და მიუთითებს გამოყენებული ვიკიპედიის სტატიის ავტორებზე (პირდაპირი ბმული ამ სტატიაზე აკმაყოფილებს ჩვენს ავტორის კრედიტის მოთხოვნებს). ამგვარად, ვიკიპედიის სტატიები დარჩება მუდმივად თავისუფალი და მისი გამოყენება შეუძლია ყველას გარკვეული შეზღუდვებით, რომელთა უმრავლესობა ამავე თავისუფლების გარანტის საფუძველია.

ზემოთ ხსენებული მიზნების განსახორციელებლად, ვიკიპედიაში მოთავსებული ტექსტები საზოგადოებისთვის ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-Share Alike License 3.0 (CC-BY-SA-3.0) და GNU Free Documentation License (GFDL) პირობით. ამ ლიცენზიების სრული ტექსტი მოყვანილია ამ გვერდებზე GNU Free Documentation License და Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0.

  1. Creative Commons Attribution-Share Alike License 3.0-ის ოფიციალური ტექსტი
  2. GNU Free Documentation License 1.3-ის ოფიციალური ტექსტი
  3. ამერიკის კანონმდებლობის ტექსტი საავტორო უფლებების შესახებ
  4. 1952 წლის 6 სექტემბრის მსოფლიო კონვენცია საავტორო უფლებების შესახებ (გადახედილია პარიზში 1971 წლის 24 ივლისს)
  5. WIPO-ს ოფიციალური საიტი
  6. Paris Convention for the Protection of Industrial Property
  7. კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

Developed by მერაბ მგელაძე