ვიეტნამური ენა

გავრცელების არეალი

ვიეტნამური ენა (ვიეტნამურად tiếng Việt, იშვიათად Việt ngữ, 越語) – ვიეტების ენა. ვიეტნამური არის ვიეტნამის ოფიციალური ენა, სადაც იგი განათლებისა და ერთაშორისი ურთიერთობის ენაა. გავრცელებულია კამბოჯაში, ლაოსში, ტაილანდში, მალაიზიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ა.შ.. ვიეტნამურ ენაზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა დაახლ. 75 მლნ. კაცია, მათ შორის თვითონ ვიეტნამში, 2005 აღწერის შედეგად, დაახლოებით 72 მლნ. ადამიანია, კამბოჯაში 680 000 ადამიანია (2003 წლის შეფასება), ავსტრალიაში დაახლოებით 175 000 ადამიანია (2001 წლის აღწერა), საფრანგეთში 300 000-ზე მეტი კაცი (2003 წლის შეფასება), აშშ-ში 1,1 მლნ. კაცია (2000 წლის აღწერა), კანადაში 122 000 ადამიანი (2000 წლის აღწერა).


Developed by მერაბ მგელაძე