ენციკლოპედია

ენციკლოპედია (ბერძნ. ἐγκύκλιος παιδεία enkyklios paideia — ცოდნის წრე) — მეცნიერული გამოცემა (ჩვეულებრივი ლექსიკონის სახით), რომელიც ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს (უნივერსალური ენციკლოპედია) ან რომელიმე ცალკეულ დარგს (დარგობრივი ენციკლოპედია). ტერმინი „ენციკლოპედიის“ მნიშვნელობა ისტორიულად იცვლებოდა. ანტიკურ ხანაში „ენციკლოპედია“ აღნიშნავდა ე. წ. შვიდ თავისუფალ ხელოვნებას (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა ანუ ლოგიკა, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და ასტრონომია). XVI საუკუნეში დასავლეთ ევროპაში „ენციკლოპედია“ დაახლოებით ნიშნავდა „სხვადასხვა შინაარსის კრებულს“. შემდგომ თანდათან შეიძინა ცოდნათა კლასიფიკაციის მნიშვნელობა და მოგვიანებით გამოიკვეთა მისი დღევანდელი სახე. სტრუქტურის მიხედვით ენციკლოპედია შეიძლება იყოს სისტემური (როდესაც მასალა განლაგებულია დარგობრივად) და ანბანური (როდესაც მასალა განლაგებულია ანბანზე).


Developed by მერაბ მგელაძე