YouTube

YouTube, LLC
ტიპი შვილობილი კომპანია, შპს
დევიზი ინგ. Broadcast Youself
ქართ. იმაუწყებლე შენით (2005–2012)
დაფუძნდა თებერვალი 14, 2005; 12 წლის წინ (2005-02-14)
დამაარსებელი ჩად ჰარლი, სტივ ჩენი, ჯოუდ კარიმი
კოორდინატები 37°37′41″ ჩ. გ. 122°25′35″ დ. გ. / 37.62806° ჩ. გ. 122.42639° დ. გ. / 37.62806; -122.42639
მდებარეობა სან ბრუნო, კალიფორნია
მფლობელი Google

YouTubeვიდეო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს მუსიკალური ვიდეოები. 2005 წლის თებერვალში[1], PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა YouTube, ხოლო 2006 წლის ნოემბერში გუგლმა შეიძინა იგი $1.65 მილიარდად და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლზე დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Player და HTML5 ტექნოლოგიას მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპები, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, როგორებიცაა ვიდეო ბლოგირება და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. YouTube-ზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები თავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს საიტის მეშვეობით, YouTube-თან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში[2].

დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როდესაც დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით და მათზე კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვს ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია YouTube-ის სერვისის წესდებით. დარეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშებს შეგვიძლია ვუწოდოთ „არხები“[3].

YouTube-ის დევიზია: Broadcast Yourself (ქართ. იმაუწყებლე შენით).

  1. ჰოპკინზი, ჯიმ. Surprise! There's a third YouTube co-founder. USA Today. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  2. უებერი, ტიმ. BBC strikes Google-YouTube deal. BBC. წაკითხვის თარიღი: 2009-01-17.
  3. YouTube Community Guidelines. YouTube. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.

Developed by მერაბ მგელაძე