Mozilla Firefox

Mozilla Firefox
Firefox Logo, 2017.svg
Firefox on Windows 10.png
Mozilla Firefox Windows 10-ზე
ავტორი Mozilla Corporation
მწარმოებელი Mozilla Corporation
Mozilla Foundation
გამოვიდა სექტემბერი 23, 2002; 15 წლის წინ (2002-09-23)
ბოლო გამოშვება 57.0 / 14 ნოემბერი 2017; 2 თვის წინ (2017-11-14)[1]
საცდელი გამოშვება 52.4.1 / 9 ოქტომბერი 2017; 3 თვის წინ (2017-10-09)[2]
პროგრამირების ენა C++, JavaScript, HTML, C, Rust[3]
ოს Windows, macOS, Linux, Android, iOS[4] (არაოფიციალური პორტირებები BSD-ზე, Solaris-ზე, OpenSolaris-ზე, illumos-ზე)
პლატფორმა Firefox OS, Debian, Ubuntu, Linux Mint, Manjaro Linux
ენა 91
ჟანრი ბრაუზერი
ლიცენზია MPL 2.0[5][6]
საიტი mozilla.org/firefox
სტანდარტ(ებ)ი HTML5, CSS3, RSS, Atom

Mozilla Firefox ([moʊˈzɪlə ˈfaɪɹfɑks], მოზილა ფაირფოქსი; ქართ. ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) — ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერი, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელ. ფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. რეიტინგით ეს ბრაუზერი რიგით მეორეა (Internet Explorer-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში — პირველი. 2009 წლის თებერვალში მას ინტერნეტ-ბრაუზერების მომხმარებელთა 21.73% იყენებდა.[7]

Mozilla Firefox გამოეყო Mozilla Application Suite-ს და ის იყენებდა სპეციალურად მისთვის დაწერილ კოდს Mozilla Organization-ში Netscape Communicator 5-ის კოდის ნაცვლად, რომელიც „ბრაუზერების ომის“ შემდგომ გამოშვებულ იქნა Mozilla Public License თავისუფალი ლიცენზიით. Mozilla Firefox იყენებს უფასო პორტირების ძრავას Gecko, რომელიც შეიქმნა ღია სტანდარტების მხარდამჭერის ჩათვლით. ამასთან, Firefox-ის კოდიც უფასოა და მას სამმაგი ლიცენზია GPL/LGPL/MPL აქვს.

Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „NoScript“ (სკრიპტების ბლოკირება), „Tab Mix Plus“ (ჩანართებზე მრავალპარამეტრიანი ფუნქციის დამატება), „FoxyTunes“ (მუსიკალური პლეიერის კონტროლი), „Adblock Plus“ (რეკლამების ბლოკირება), „StumbleUpon“ (საინტერესო საიტების ძებნის სოციალური ქსელი), „DownThemAll!“ (ჩამოტვირთვების ფუნქციები) და „Web Developer“ (ვებ-პროგრამირების ინსტრუმენტები).

არსებობს ოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვისMicrosoft Windows, Mac OS X, GNU/Linux, და არაოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — OS/2, FreeBSD, NetBSD, OpenBSD, Solaris.

  1. Firefox — Notes (57.0) — Mozilla. Mozilla Foundation (14 November 2017).
  2. Firefox Extended Support Release — Notes (52.4.1) — Mozilla. Mozilla Foundation (9 October 2017).
  3. Yegulalp, Serdar. (February 3, 2017) Mozilla binds Firefox's fate to the Rust language. InfoWorld. წაკითხვის თარიღი: August 19, 2017.
  4. Supported Devices. წაკითხვის თარიღი: August 8, 2015.
  5. Mozilla. Mozilla. წაკითხვის თარიღი: October 20, 2014.
  6. Mozilla Licensing Policies, mozilla.org, http://www.mozilla.org/foundation/licensing.html. წაკითხვის თარიღი: January 5, 2012
  7. ბრაუზერების საბაზრო წილი 2009 წლის თებერვლისთვის. Net Applications. წაკითხვის თარიღი: 2009-03-02.

Developed by მერაბ მგელაძე