სმარტფონი

Asus ZenFone 6 სმარტფონი, რომელიც Android-ზე მუშაობს
iPhone 5s სმარტფონი Apple-ის touch ID (თითის ანაბეჭდით მომხმარებლის ამოცნობა) ტექნოლოგიით

სმარტფონი (smartphone ან smart phone, ითარგმნება როგორც „ჭკვიანი ტელეფონი“) — მობილური ტელეფონი, რომელიც მუშაობს განვითარებულ მობილურ ოპერაციულ სისტემაზე.[1][2][3] ის როგორც წესი, მოიცავს ფუნქციებს ფიჭური კავშირგაბმულობის ტელეფონისა და სხვა პოპულარული მობილური მოწყობილობებისას, როგორებიცაა პერსონალური ციფრული ასისტენტი (Personal digital assistant - PDA), პორტაბელური მედია ფლეიერი (Portable media player) და GPS ნავიგატორი (GPS navigation device). სმარტფონების უმეტესობას აქვს სენსორული ეკრანი, შესაძლებელია ჩაიტვირთოს არასაფირმო (third-party) აპლიკაციები და ასევე შეუძლია სურათისა და ვიდეოს გადაღება ჩაშენებული კამერ(ებ)ის საშუალებით. 2012 წლიდან დამზადებული სმარტფონების უმრავლესობას ასევე აქვს მაღალ-სიჩქარიანი 4G LTE ინტერნეტი, მოძრაობის სენსორები, და მობილური გადახდის მექანიზმები.

2014 წელს, მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვების რაოდენობამ 1.2 მილიარდს მიაღწია, რაც 28%-ით მეტია 2013 წლის გაყიდვებზე.[4]

  1. სმარტფონი. Phone Scoop. წაკითხვის თარიღი: 2011-12-15.
  2. ფუნქციური ტელეფონი (Feature Phone). Phone Scoop. წაკითხვის თარიღი: 2011-12-15.
  3. Andrew Nusca. (20 August 2009) სმარტფონები და ფუნქციური ტელეფონები. ZDNet. წაკითხვის თარიღი: 2011-12-15.
  4. Brett Molina and Marco della Cava, USA TODAY. (3 March 2015) Apple-მა აჯობა Samsung-ს გაყიდვებში მეოთხე კვარტალში. USA TODAY.

Developed by მერაბ მგელაძე