Windows Phone Store

Windows Phone Store
Логотип Windows phone store.jpg
ავტორი Microsoft
მწარმოებელი Microsoft
გამოვიდა 21 ოქტომბერი, 2010
ოს Windows Phone
სტატუსი აქტიური (340,000 აპლიკაცია 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით)[1]
ჟანრი ციფრული დისტრიბუცია
საიტი windowsphone.com/store

Windows Phone Store — კორპორაცია Microsoft-ის მიერ Windows Phone-ისთვის შექმნილი ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აპლიკაციებით უზრუნველყოფს. Windows Phone Store-მა (თავდაპირველად Windows Phone Marketplace[2]) მუშაობა Windows Phone 7-ის გამოსვლასთან ერთად, 2010 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო. ინტერნეტ-მაღაზია ხელმისაწვდომი იყო, როგორც Windows Phone-ით აღჭურვილი ტელეფონებით, ისე ბრაუზერის დახმარებით.[3] 2012 წლის ივნისში კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა 100 000-ზე მეტი აპლიკაცია.[4] 2014 წლის ნოემბრისთვის აპლიკაციათა საერთო რაოდენობა 340 000-მდე გაიზარდა.

  1. Windows Phone Store hits more than 300,000 apps, 8 August 2014
  2. Marketplace обновили и переименовали в Windows Phone Store. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-25. წაკითხვის თარიღი: 2012-09-28.
  3. Получение программ из Marketplace. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-08. წაკითხვის თარიღი: 2012-06-27.
  4. Windows Phone Marketplace догоняет соперников: преодолён рубеж в 100 тыс. приложений. 3DNews. წაკითხვის თარიღი: 2012-06-27.

Developed by მერაბ მგელაძე