ჰობიტი (რომანი)

Disambig-dark.svg ჰობიტი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰობიტი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ
The Hobbit, or There and Back Again
TheHobbit FirstEdition.jpg
ორიგინალური გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯ.რ.რ. ტოლკინი
ილუსტრატორი ჯ.რ.რ. ტოლკინი (პირველი გამოცემები)
გარეკანის მხატვარი ჯ.რ.რ. ტოლკინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი
გამომცემელი George Allen & Unwin (ბრიტანეთი)
გამოცემის თარიღი 21 სექტემბერი 1937
მთარგმნელი ნინო ბარძიმაშვილი / თინათინ გოგოჩაშვილი (2002 წლის გამოცემა)
ნიკა სამუშია (2009 წლის გამოცემა)
ქართულად გამოიცა 2002 (ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა)
2009 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მედია მაგარი ყდა
მომდევნო ბეჭდების მბრძანებელი
პირველი გამოცემის სუპერყდა
ჰობიტის პირველი ოფიციალური ქართული გამოცემის ყდა (2002)
ჰობიტის მეორე ოფიციალური ქართული გამოცემის ყდა (2009)

ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ“, ან როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, „ჰობიტი“ (ინგლ. The Hobbit) — ინგლისელი მწერალ ჯ.რ.რ. ტოლკინის ფენტეზი-რომანი და საბავშვო წიგნი. იგი პირველად გამოვიდა 1937 წლის 21 სექტემბერს და ახლდა კრიტიკოსთა აღიარება. რომანი ნომინირებული იყო კარნეგის მედალზე და მიიღო პრიზი New York Herald Tribune-ისგან, საყმაწვილო ლიტერატურის კატეგორიაში. წიგნი კვლავ პოპულარულია და აღიარებულია საბავშვო ლიტერატურის კლასიკად.

წიგნში მოქმედება მიმდინარეობს „ფერიების გარიჟრაჟისა და ადამიანების ბრძანებლობის“ შორის პერიოდში.[1] ჰობიტში მოთხრობილია შინაური გარემოს მოყვარული ჰობიტ ბილბო ბეგინსის ამბავი, რომელიც დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული განძეულის მოსაპოვებლად მიემართება. ბილბო მოგზაურობისას მოხვდება მისი უდარდელი ცხოვრებისგან განსხვავებულ ავბედით გარემოში.[2] ამბავი მოთხრობილია ეპიზოდური მოგზაურობის ფორმით. მისი თავების უმეტესობაში ჩნდება გარკვეული არსება, ან არსების ტიპი, ტოლკინის მიერ გამოგონილი ველურმიწეთიდან. თავისი ხასიათის სამარცხვინო, განწირული, რომანტიკული და თავგადასავლების მოყვარული მხარის აღიარებით, გონებამახვილობით და საღი აზრის მეშვეობით, ბილბო სიმწიფის, უნარიანობისა და სიბრძნის ახალ ეტაპზე გადადის.[3] ამბის კულმინაციაა ხუთი ლაშქრის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს ეჯახება მრავალი არსება წიგნში ასახული მოვლენებიდან.

ამბის ძირითადი თემებია პირადი განვითარება და გმირობის ფორმები. ომის თემებთან, კრიტიკოსები ჯ.რ.რ. ტოლკინის პირველ მსოფლიო ომში გამოცდილებას თვლიან ამბის ფორმირების მნიშვნელოვან ნაწილად. ავტორის მიერ გერმანული ფილოლოგიით და ზღაპრებით დაინტერესება აგრეთვე ითვლება მის შთაგონებად.

წიგნის კრიტიკული და ფინანსური წარმატების შემდეგ გამომცემელმა ითხოვა მისი გაგრძელების შექმნა. ბეჭდების მბრძანებელზე მუშაობისას ტოლკინს ჰობიტში შეჰქონდა ახალ რომანთან შესაბამისობაში არსებული ცვლილებები. ისინი მოხვდა რომანის მეორე გამოცემაში. შემდგომ გამოცემებში მცირე ცვლილებები იყო შეტანილი, მათ შორის, ისეთები, რომლებიც ეხებოდა ტოლკინის მიერ საკუთარი გამოგონილი სამყაროს შესახებ წარმოდგენების ცვლას. რომანის მიმდინარე გავლენამ მოიცვა სცენა, კინოეკრანი, რადიო, სამაგიდო და ვიდეო თამაშები. ამ ადაპტაციების ნაწილმა საკუთარი უპირატესობების გამო კრიტიკული აღიარება დაიმსახურა.

  1. Eaton, Anne T.. “A Delightfully Imaginative Journey“, The New York Times, 13 March 1938. 
  2. Langford, David (2001). "Lord of the Royalties". SFX magazine. http://www.ansible.co.uk/sfx/tolkien.html. წაკითხვის თარიღი: 29 September 2007.
  3. Matthews, Dorothy (1975). "The Psychological Journey of Bilbo Baggins", A Tolkien Compass. Open Court Publishing, გვ. 27–40. ISBN 978-0-87548-303-0. 

Developed by მერაბ მგელაძე