როლური ვიდეო თამაში

სკრინშოტი იზომეტრიული როლური თამაშიდან „Tales of Trolls & Treasures

როლური ვიდეო თამაში (ინგლ. Role-Playng Video Game; შემოკლებით RPG) — ვიდეო თამაშების ჟანრი, სადაც მოთამაშე აკონტროლებს ერთ ან რამდენიმე პერსონაჟს, სადაც თითოეულ პერსონაჟს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები, ეს იქნება — ფიზიკური თუ გონებრივი. მაგალითისთვის, ასეთი მახასიათებლები შეიძლება იყოს ჰით-პოინტი, ძალის მაჩვენებელი, სისწრაფე, თავდაცვა, თავის არიდება, განვითარების დონე და ასე შემდეგ. ეს მახასიათებლები თამაშის მიმდინარეობისას იცვლება. თამაშის მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ელემენტი არის პერსონაჟების შესაძლებლობების გაზრდა მისი პარამეტრების, განვითარებისა და ახალი უნარ-ჩვევების შესაწავლის ხარჯზე.

RPG ჟანრს ბევრი საერთო აქვს სამაგიდო როლურ თამაშებთან, როგორიც არის, მაგალითად, „Dungeons and Dragons“ — ჟარგონები, პარამეტრები, გეიმპლეი და მექანიკა[1]. როგორც წესი, მოთამაშეები მართავენ ერთ ან რამდენიმე გმირს, აღწევენ გამარჯვებას, ასრულებენ დავალებებს, მონაწილეობენ ტაქტიკურ ბრძოლებში სიუჟეტის დასრულებამდე. RPG ჯანრის განსაკუთრებული იმით არის რომ, პერსონაჟები ვითარდებიან თავიანთი შესაძლებლობებით და ეს განვითარება ხშირად კონტროლდება მოთამაშის მიერ. [2][3]

როლური ვიდეო თამაში, ხშირად ეყრდნობა გამოგონილ თამაშის სამყაროსა და სიუჟეტს[4]. სიუჟეტი როგორც წესი, დაყოფილია რიგ ამოცანებად, (კუესტებად). მოთამაშე პერსონაჟს აძლევს ბრძანებას და ის ასრულებს რიგობითად, იმის და მიხედვით, თუ რა ბრძანება იქნება ეს. როდესაც პერსონაჟი აღწევს გარკვეული ქულების რაოდენობას, იგი იღებს განვითარების ახალ საფეხურს და ასე გრძელდება, სანამ პერსონაჟი არ მიაღწევს განვითარების ბოლო საფეხურს[5]. RPG ჟანრი, ხშირად თავაზობს მოთამაშეებს უფრო რთულ და დინამიურ ურთიერთკავშირს ვიდეო თამაშების პერსონაჟებთან, ვიდრე სხვა დანარჩენი ჟანრები.[3][6]

  1. McNaughton, M.; Schaeffer, J.; Szafron, D.; Parker, D.; Redford J.. (2004)Code Generation for AI Scripting in Computer Role-Playing Games (PDF). American Association for Artificial Intelligence. წაკითხვის თარიღი: 2009-10-10.
  2. Adams, Rollings 2003, p. 347
  3. 3.0 3.1 Adams, Rollings 2006
  4. Adams, Rollings 2003, p. 347-248
  5. Diveky, Marko; Bielikova, Maria (September 29–October 2, 2009). „Generating Educational Interactive Stories in Computer Role-Playing Games“. Learning in the Synergy of Multiple Disciplines: 4th European Conference on Technology Enhanced Learning, Proceedings. Nice, France: Springer. p. 495. ISBN 3-642-04635-5.
  6. Cutumisu, Maria; Szafron, Duane; Schaeffer, Jonathan; McNaughton, Matthew; Roy, Thomas; Onuczko, Curtis; Carbonaro, Mike (September/October 2006). "Generating Ambient Behaviors in Computer Role-Playing Games". IEEE Intelligent Systems 21 (5): 19–27. .

Developed by მერაბ მგელაძე