ოსკარი

ოსკარები
Red carpet at 81st Academy Awards in Kodak Theatre.jpg
ჯილდო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის
წარადგენს ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ადგილმდებარეობა ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი
პირველად გადაეცა 16 მაისი, 1929
oscars.org

აკადემიის პრიზები ანუ ოსკარები (2013 წელს ოფიციალური სახელწოდება, „აკადემიის პრიზები“ შეიცვალა „ოსკარებით“) — შეერთებულ შტატებში კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონია. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი, და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც, „ოსკარი“. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში" გაიმართა. ცერემონიას ზედამხედველობას უწევს „კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია“ (Academy of Motion Picture Arts and Sciences - AMPAS).

„ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია ტელეეთერში პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. „ოსკარები“ არის შოუ-ბიზნეზში უძველესი დაჯილდოების ცერემონია. მსგავსი ცერემონიები: Emmy Awards, Tony Awards და Grammy Awards, გადმოღებულია „ოსკარების“ ფორმატიდან. „აკადემიის პრიზებით“ დაჯილდოების საღამო, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ცერემონიად ითვლება.


Developed by მერაბ მგელაძე