ნიუ-იორკი

Disambig-dark.svg სიტყვას „ნიუ-იორკი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნიუ-იორკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ნიუ-იორკ სიტი
New York City
NYC Montage 8.jpg
დროშა გერბი
Flag of New York City.svg Seal of New York City.svg

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი ნიუ-იორკი (შტატი)
შიდა დაყოფა 5 საგრაფო
კოორდინატები 40°43′00″ ჩ. გ. 74°00′00″ დ. გ. / 40.71667° ჩ. გ. 74.00000° დ. გ. / 40.71667; -74.00000
ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგი
დაარსდა 1613
ადრეული სახელები ახალი ამსტერდამი
ფართობი 1,214.4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 8,274,527 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 10,482 კაცი/კმ²
აგლომერაცია 21.858.830
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 212 (მანჰეტენი), 718, 917, 347, 646
საფოსტო ინდექსი 10001-10292
ოფიციალური საიტი nyc.gov
მეტსახელი „დიდი ვაშლი“, „მსოფლიოს
დედაქალაქი“ (Novum Caput Mundi),
„ქალაქი რომელსაც არასდროს
სძინავს“, „ემპაია-სიტი“, „გოთემი“.
საგრაფოები ბრონქსი (ბრონქსი)
ნიუ-იორკი (მანჰეტენი)
ქუინსი (ქუინსი)
კინგსი (ბრუკლინი)
რიჩმონდი (სტეიტენ აილენდი)
ნიუ-იორკი — აშშ
ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი — ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი

ნიუ-იორკი (ინგლ. New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი (830 1კმ²-ზე) ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple).

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბბინა.

ქალაქი შედგება ხუთი რაიონისგან (ძვ. სტილით – საგრაფოსგან): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს უტოლდება.

ნიუ-იორკში ყოველწლიურად უამრავი იმიგრანტი ჩამოდის როგორც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისე აშშ-დან. ისინი ამ ქალაქის კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ამჟამად ნიუ-იორკში კრიმინალის ყველაზე დაბალი დონეა სხვა დიდ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით.

  1. იუნიონ-სიტი, ნიუ-ჯერსი, უფრო მჭიდროდ დასახლებულია, მაგრამ მისი მოსახლეობა მხოლოდ 63,930-ია.
  2. 2000 ცენზი: აშშ მუნიციპალიტეტები 50 000-ზე მეტი მოსახლეობით: 2000 წლის სიმჭიდროვის მიხედვით. Demographia. წაკითხვის თარიღი: 2007-06-12.
  3. შეჯერებული აგლომერაციული სტატისტიკური არეების მოსახლეობის წლიური ანგარიშები: 1 აპრილი, 2000-დან 1 ივლისი, 2006-მდე. U.S. Census Bureau. წაკითხვის თარიღი: 2007-07-26.

Developed by მერაბ მგელაძე