ინგლისური ენა

ინგლისური
English
გავრცელებულია 67 ქვეყანა (იხ. ამავე სტატიაში ქვესათაური „ქვეყნები ოფიციალური სტატუსით“),

სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებები და ორგანიზაციები,
გაერო,
ევროსაბჭო,
ევროპის კავშირი,
მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია,
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია – ეუთო,
ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო

მოლაპარაკეთა რაოდენობა მშობლ. ენა: დაახლ. 360-400 მლნ (2006 წ.)
მეორე ენა: დაახლ. 400 მლნ
მთლიანობაში: დაახლ. 600-700 მლნ კაცი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები
გერმანული ენები
დასავლეთ გერმანული ენები
ფრიზიული ენები
ინგლისური
დამწერლობის სისტემა ლათინური (ინგლისური ვარიანტი)
ვიკისივრცე

Wikipedia-logo.png ვიკისივრცეში არის ინგლისური ვიკიპედია

EN (ISO 639-1)

ინგლისური ენა (ინგლ. English language [ˈɪŋɡlɪʃ]) — ფრიზიულ ენათა ჯგუფს ეკუთვნის და ინდოევროპულ ენათა ქვეოჯახის, დასავლეთ გერმანული ენების შტოს წარმოადგენს.

ინგლისური ენა ყველაზე ახლოს ფრიზიულ ენასთანაა. ასევე ენათესავება ნიდერლანდურ ენასა და გერმანული ენის დიალექტებს. გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს სალიტერატურო გერმანულ ენასთანაც.

V საუკუნეში დღევანდელი დანიისა და ჩრდილოეთ გერმანიის ტერიტორიიდან ინგლისში გადმოსახლდნენ ანგლები, საქსები და იუტები. ამ ტომთა ენების, ან დიალექტების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს. ინდოგერმანულ ენათა საწყისი ენა — პროტო-ინდოგერმანული ენა კი, სავარაუდოდ, ჩვ. წ. V საუკუნის დადგომამდე ბევრად ადრე, დაახლოებით, 5 ათასი წლის წინათ უნდა არსებულიყო.


Developed by მერაბ მგელაძე