თბილისი

Disambig-dark.svg სიტყვას „თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
დედაქალაქი
თბილისი
ქართ. თბილისი
Tbilisi sunset-6.jpg
თბილისი მზის ჩასვლისას
დროშა გერბი
Flag of Tbilisi.svg Tbilisi City Seal.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
შიდა დაყოფა გლდანის რაიონი, დიდუბის რაიონი, ვაკის რაიონი, ისნის რაიონი, კრწანისის რაიონი, მთაწმინდის რაიონი, ნაძალადევის რაიონი, საბურთალოს რაიონი, სამგორის რაიონი და ჩუღურეთის რაიონი
კოორდინატები 41°43′00″ ჩ. გ. 44°48′00″ ა. გ. / 41.71667° ჩ. გ. 44.80000° ა. გ. / 41.71667; 44.80000
მერი კახა კალაძე     
დაარსდა V საუკუნე
პირველი ხსენება V საუკუნე
ადრეული სახელები ტფილისი, ტიფლისი
ფართობი 720 კმ²
ცენტრის სიმაღლე 380-770
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა Increase2.svg 1 108 717 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 3 194,38 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 32
საფოსტო ინდექსი 0100 - 0150
ოფიციალური საიტი tbilisi.gov.ge
ქალაქის რუკა თბილისის ადმ. რუკა
თბილისი — საქართველო
თბილისი

თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი[1][2]) — საქართველოს დედაქალაქი; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

  1. პოსპელოვ, ე.მ. (1998). გეოგრაფიჩესკიე ნაზვანია მირა. გვ. 412.
  2. თუმცა, საარქივო დოკუმენტებით მტკიცდება, რომ თბილისი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს ისხენიებოდა, როგორც ტფილისის პარალელური ტერმინი. იხ. ნიკო ჯავახიშვილი, როდის დაერქვა ჩვენს დედაქალაქს „თბილისი“?, „ისტორიანი“, თებერვალი, № 2, 2011, გვ. 30–31

Developed by მერაბ მგელაძე