ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი
The Lord of the Rings
First Single Volume Edition of The Lord of the Rings.gif
პირველი ერთტომიანი გამოცემა
წიგნები
ავტორი ჯ. რ. რ. ტოლკინი
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი
სათავგადასავლო
გამომცემელი George Allen & Unwin (გაერთიანებული სამეფო)
პირველი გამოცემა
  • 29 ივლისი 1954
  • 11 ნოემბერი 1954
  • 20 ოქტომბერი 1955
ქართული გამოცემა 2009-2011
მედია რბილი და მაგარი ყდები
გვერდი 1216 გვ. (მთლიანად)
წინამორბედი ჰობიტი

ბეჭდების მბრძანებელი (ინგლ. The Lord of the Rings) — ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, რომლის ავტორია ბრიტანელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ნაწარმოების შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე გამოცემული რომანის „ჰობიტი“ გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა. მისი დიდი ნაწილი დაიწერა 1937—1949 წლებში და მისი შექმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა [1]. დღემდე გაყიდულია რომანის 150 მილიონზე მეტი ასლი.[2]

რომანის სახელწოდებაში იგულისხმება მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, ბნელი მბრძანებელი საურონი[note 1], რომელმაც ადრეულ პერიოდში შექმნა ერთი ბეჭედი, ძალაუფლების ბეჭდების დასამორჩილებლად და შუახმელეთის დასაპყრობად. თხრობა იწყება შაირში და მოიცავს მთელ შუახმელეთს, რომელშიც მოგზაურობენ ჰობიტები, ფროდო ბეგინსი, სემუაიზ გემჯი, მერიადოკ ბრენდიბაკი და პერეგრინ ტუკი, ისევე, როგორც მათი მეგობრები - ადამიანები, არაგორნი და ბორომირი, ელფი ლეგოლასი, ჯუჯა გიმლი და ჯადოსანი განდალფი.

ნამუშევარი თავდაპირველად დაგეგმილი იყო, როგორც ორი წიგნი, სადაც მეორე იქნებოდა სილმარილიონი, მაგრამ ამის წინააღმდეგი იყო გამომცემელი. [4][5] ეკონომიკური მიზეზით ბეჭდების მბრძანებელი დაყოფილი იქნა სამ ტომად, რომლებიც გამოიცემოდა 1944 ივლისიდან 1955 წლის 29 ოქტომბრამდე.[4][6] წიგნების სახელწოდებებია ბეჭდის საძმო, ორი ციხე-კოშკი და მეფის დაბრუნება. სტრუქტურულად, რომანის თითო ნაწილი დაყოფილია ორ წიგნად, რაც ქმნის ექვს წიგნს. მესამე ტომს დანართების სახით ახლავს დამატებითი მასალა. არის გამოცემები, სადაც სამივე წიგნი ერთ ტომშია გაერთიანებული. არსებობს ბეჭდების მბრძანებლის თარგმანი მსოფლიოს მრავალ ენაზე და მრავალი გამოცემა.

ტოლკინის რომანის თემები და შექმნის ისტორია არაერთი განხილვისა და შეფასების საგნად ქცეულა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაშრომია, ქრონოლოგიურად წარმოადგენს ტოლკინის მიერ 1917 წელს დაწყებული ეპიკური ნაწარმოების უკანასკნელ სიუჟეტს[7], პროცესისას, რომელსაც ავტორი მითოპოეიას უწოდებდა. ამ და სხვა ადრეულ ნამუშევრებზე გავლენა იქონიეს ფილოლოგიამ, მითოლოგიამ, რელიგიამ და ავტორის უკმაყოფილებამ ინდუსტრიალიზაციით, ისევე, როგორც პირველი მსოფლიო ომის მოვლენებმა და მასში ტოლკინის მონაწილეობამ.[1] ითვლება, რომ ბეჭდების მბრძანებელმა იქონია გავლენა თანამედროვე ფენტეზიზე. ტოლკინის შემოქმედების გავლენა იმდენად დიდია, რომ სიტყვები ტოლკინური (Tolkienian) და ტოლკინისტური (Tolkienesque) შეტანილია ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონში.[8]

ბეჭდების მბრძანებლის მტკიცე პოპულარობას მოჰყვა პოპულარულ კულტურაში მისი არაერთი ასახვა, ტოლკინის სახელობის საზოგადოებების ჩამოყალიბება [9] და ტოლკინისა და მისი ნამუშევრების შესახებ სხვა წიგნების გამოცემა. ბეჭდების მბრძანებელმა გავლენა მოახდინა და კვლავ ახდენს მხატვრობაზე, მუსიკაზე, ფილმებზე, ტელევიზიაზე, ვიდეო თამაშებზე და შემდგომ ლიტერატურაზე. რომანის ადპატაციებს შორის არის რადიო სერიალები, თეატრალური დადგმები და წარმატებული ეკრანიზაცია.[10]

  1. 1.0 1.1 World War I and World War II. National Geographic. წაკითხვის თარიღი: 16 June 2006.
  2. Wagner, Vit. (16 April 2007) Tolkien proves he's still the king. Toronto Star. წაკითხვის თარიღი: 8 March 2011.
  3. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), The Council of Elrond, ISBN 0-395-08254-4
  4. 4.0 4.1 Reynolds, Pat. The Lord of the Rings: The Tale of a Text. The Tolkien Society. წაკითხვის თარიღი: 5 February 2011.
  5. კარპენტერი, ჰამფრი, რედ. (1981), ჯ. რ. რ. ტოლკინის წერილები, ბოსტონი: Houghton Mifflin, #126., ISBN 0-395-31555-7
  6. The Life and Works for JRR Tolkien. BBC (7 February 2002). წაკითხვის თარიღი: 4 December 2010.
  7. Doughan, David. J. R. R. Tolkien: A Biographical Sketch. TolkienSociety.org. წაკითხვის თარიღი: 16 June 2006.
  8. Gilliver, Peter (2006). The Ring of Words: Tolkien and the Oxford English Dictionary. Oxford University Press. ISBN 0-19-861069-6. 
  9. Gilsdorf, Ethan. “Elvish Impersonators“, The New York Times, 23 March 2007. წაკითხვის თარიღი: 3 April 2007. 
  10. The Lord of the Rings. The Lord of the Rings. წაკითხვის თარიღი: 2012-12-26.


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „note“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="note"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2


Developed by მერაბ მგელაძე