ნორვეგიული ვიკიპედია

ვიკიპედიის ნიშანი ნორვეგიული ვიკიპედია
Norsk Wikipedia
განყოფილების ლოგო
მისამართი: nn.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ნორვეგიული (ნიუნორსკი)
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის ნოემბერი
სტატიების რაოდენობა: 134,991
გვერდების რაოდენობა: 319,698
რედაქტირებების რაოდენობა: 2,982,324
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 81,772
აქტიური მომხმარებელი: 1,736
ადმინისტრატორი: 23
სიღრმე: 17.5

ნორვეგიული ვიკიპედიანორვეგიული სალიტერატურო ენის ორივე სტანდარტზე — ბუკმოლსა და ნიუნორსკზე — არსებული ვიკიპედიის განყოფილება. თავდაპირველად, 2001 წლის 26 ნოემბერს, ნორვეგიულმა ვიკიპედიამ არსებობა ბუკმოლზე დაიწყო, ხოლო 2004 წლის 21 ივლისს ნიუნორსკზეც გაჩნდა სტატიები. 2005 წელს ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით, ვიკიპედიის ძირითად განყოფილებად Bokmål/Riksmål იქნა არჩეული.

ჩრდილოგერმანიკული ენების ერთმანეთთან მსგავსების გამო სკანდინავიური საიტები ხშირად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გამონაკლისი არც ვიკიპედიაა; ამდენად სკანდინავიური ვიკიპედიები საიტ ვიკიმედიის Skanwiki მეტავიკის განყოფილებიდან ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

ნორვეგიული ვიკიპედიის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 2011 წლის 29 დეკემბრის მონაცემებით ბუკმოლზე 322 312 სტატიაა, ხოლო ნიუნორსკზე — 75 757.


Developed by მერაბ მგელაძე